დავით ბაქრაძის შეხვედრები უნგრეთში

2015 წლის 15 აპრილს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე უნგრეთში, ქ. ბუდაპეშტში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს,საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უსაფრთხოების საკითხებში, პოლიტიკური დირექტორს ლევენტე ბენკოს, სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ჩაბა ბალოგს შეხვდა. ასევე, გაიმართა ორმხრივი შეხვედრები პრემიერ მინისტრის ოფისის წარმომადგენლებთან-სახელმწიფო მდივანთან ევროკავშირის საკითხებში საბოლჩ ტაკაჩსა და სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ვინცე სალაი-ბობროვნიცკისთან.

შეხვედრებზე სახელმწიფო მინისტრმა უნგრეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურ მისწრაფებების, აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისათვის.

შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების საკითხებსა და მოლოდინებზე. სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთღებით აღნიშნა სამიტის მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ დემოკრატიული რეფორმებისა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესი ადექვატურად აისახება სამიტის გადაწყვეტილებებში.

სხვა ვიდეოები