დავით ბაქრაძემ კიევში ორმხრივი შეხვედრები გამართა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ უკრაინაში, ქ.კიევში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა უკრაინის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან ოქსანა სიროიდთან და უკრაინის სამთავრობო ოფისის ხელმძღვანელთან, მინისტრთა კაბინეტის მინისტრის მოადგილესთან ევროინტეგრაციის საკითხებში ნატალია გნიდიუკთან.

შეხვედრებზე სახელმწიფო მინისტრმა ღრმა მწუხარება გამოთქვა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობისა და მებრძოლების გამო და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს.

ვიზიტის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, ასევე, შეხვედრა გამართა უკრაინაში ევროკავშირის საკონსულტაციო მისიის (EU advisory Mission (EUAM) ხელმძღვანელთან კალმან მიჟეისთან. მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობასა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესის შესახებ ისაუბრეს.

 

სხვა ვიდეოები