ალექსანდერ ვერშბოუსა და დავით ბაქრაძის შეხვედრა

2015 წლის 29 იანვარს, მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს ალექსანდერ ვერშბოუს შეხვდა.

"ჩვენ განვიხილეთ არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობა, რაც განხილული იქნება მისი შეხვედრის დროს თავდაცვის მინისტრთან. ასევე, ეს საკითხი განხილულ იქნება 5 თებერვლის ნატოს თავდაცვის მინისტრთა მინისტერიალზე. ჩვენ შევეხეთ იმ გამოწვევებს რომელიც საქართველოს გააჩნია ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ნატოსი და მისი წევრი ქვეყნების საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, მისი სუვერენიტეტისადმი და შეთანხმებული პოზიცია იმ პოლიტიკისადმი, რომელიც უნდა გავატაროთ ამ გამოწვევებთან დაკავშირებით." - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით ბაქრაძემ.

სხვა ვიდეოები