შეხვედრა ესტონეთის პარლამენტის დელეგაციასთან

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ესტონეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2015 წელს ლატვიაში, ქ.რიგაში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის მზადების პროცესსა და მოლოდინებს. ესტონეთის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა აღნიშნულ სამიტზე მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილებას, ასევე, გამოითქვა მზაობა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების აღსრულების პროცესში გამოცდილების გაზიარების თაობაზე.

სხვა ვიდეოები