თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და თსუ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ცოდნის ამაღლების მიზნით; მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება სტუდენტთა პროფესიული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობისთვის.

სხვა ვიდეოები