ალექსი პეტრიაშვილის შეხვედრები ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში

„ევროპარლამენტში არის სრული მხარდაჭერა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის რატიფიკაცია განხორციელდეს მიმდინარე წლის ბოლომდე, უფრო ზუსტად დეკემბრის დასაწყისში"-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ბელგიაში, ქ.ბრიუსელში ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში გამართული შეხვედრების შემდეგ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი ევროკომისარს რეგიონული პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანს შეხვდა, რომელიც წარდგენილია ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების ევროკომისრის თანამდებობაზე. ევროპარლამენტში კი ალექსი პეტრიაშვილს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ელმარ ბროკმა (ევროპის სახალხო პარტია-EPP) უმასპინძლა.

სხვა ვიდეოები