ალექსი პეტრიაშვილი ბრიუსელში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელთან ლუის ფელიპე ფერნანდეს დე ლა პენიასთან. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი სიტყვით გამოვიდა ევროპული პოლიტიკის ცენტრის (EPC) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელსაც ბრიუსელში აკრედიტებული მისიების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე, ექსპერტები ესწრებოდნენ. ალექსი პეტრიაშვილმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში თემაზე: საქართველო 2008-უკრაინა 2014: ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის შედეგი და შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა.

სხვა ვიდეოები