ალექსი პეტრიაშვილი რიგის მე-9 საერთაშორისო კონფერენციაზე

„საქართველოსთვის, ისევე, როგორც უკრაინისა მოლდოვისთვის, ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტმა."-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ლატვიაში, რიგის მე-9 საერთაშორისო კონფერენციაზე 2015 წელს დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის მოლოდინებზე საუბრისას. სახელმწიფო მინისტრმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში „რა შეიძლება იყოს შემოთავაზებული აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე?" (What Can Be Offered at the Riga Eastern Partnership Summit?). დისკუსიის მონაწილეებმა რეგიონში შექმნილი ვითარება და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებული საფრთხეები განიხილეს. კონფერენციის მონაწილეების წინაშე გამომსვლელების მხრიდან, რომელთა შორის ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსიც იმყოფებოდა, ხაზი გაესვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან ამ ქვეყნების ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის მნიშვნელობას. ცალსახად აღინიშნა, რომ მომავალ სამიტზე საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღება იქნება ამ მხარდაჭერის საუკეთესო დადასტურება.

სხვა ვიდეოები