ალექსი პეტრიაშვილი ჯეიმს აპატურაის შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ქ. რიგაში, მე-9 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შეხვდა.

მხარეებმა უელსში გამართული სამიტის შედეგებზე იმსჯელეს. ჯეიმს აპატურაიმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა უელსის სამიტზე მაქსიმალური შედეგის მისაღებად. მან , ასევე, აღნიშნა, რომ სამიტზე საქართველოს მიერ მიღებული პაკეტი არის შინაარსობრივად მაქსიმალურად დატვითული და ახლა ალიანსი იწყებს მისი გადაწყვეტილებების განხორციელებას.კერძოდ, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, მიმდინარე წლის დეკემბერში დაგეგმილი მინისტერიალისთვის დაიდება კონკრეტული შედეგები საქართველოში თავდაცვის შესაძლებლობათა მისიის გახსნის კუთხით და ამისათვის ნატოს ხელმძღვანელობა ძალისხმევას არ დაიშურებს.

სხვა ვიდეოები