ალექსი პეტრიაშვილმა მესტიაში აგვისტოს ომში და ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო

„ძალიან მძიმე და ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ჩვენ მივაგებთ პატივს ჩვენს გმირებს, დაღუპულებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის და თავისუფლებისთვის“- ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა მესტიაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოებისთვის დაღუპული ჯარისკაცების სხოვნას პატივი მიაგო და მათი ოჯახები მოინახულა. სახელმწიფო მინისტრმა გვირგვინებით შეამკო  საქართველო-რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამსონ გურჩიანისა და ავღანეთში ნატო-ს სამშვიდობო ოპერაციაში (ISAF)  მონაწილე მუხრან შუკვანისა და ვალერი ვერსკიანის  საფლავები. 

სხვა ვიდეოები