სწავლება „ვაზიანი 2014"

„ძალიან ეფექტურად ჩატარდა წვრთნები, ჩვენ დღეს ვიხილეთ და დავრწმუნდით კიდევ ერთხელ იმაში, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები მოდის სრულ თავსებადობაში ნატოს სტანდარტებთან. ეს იყო ნათელი დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად არიან საერთო ამოცანების განსახორციელებლად ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში მისი წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან ერთად"-აღნიშნა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ვაზიანის პოლიგონზე ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლების „ვაზიანი 2014" დასრულების შემდეგ.

 

სხვა ვიდეოები