ალექსი პეტრიაშვილი ზემო ნიქოზის სკოლის მოწავლეებს შეხვდა

24 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის უფროსკლასელებს უმასპინძლა. შეხვედრა ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.
სახელმწიფო მინისტრი მოსწავლეებს ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ალექსი პეტრიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ხარისხიანი განათლების მიღების აუცილებლობასა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ამ კუთხით არსებულ პერსპექტივებზე.

სხვა ვიდეოები