ალექსი პეტრიაშვილი საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაზე

"ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც აქვს დემოკრატიული განვითარების მტკიცე ნება. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური პრინციპულობა, თან გაითვალისწინოს ის აუცილებლობები და გამოწვევები, რომელიც დგას თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფოების-საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის წინაშე"-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა 22 ივლისს ქ.ბათუმში, საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაზე "საქართველოს შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირისკენ: ვიშეგრადის ჯგუფის წევრი სახელმწიფოების საპარლამენტო გამოცდილება" სიტყვით გამოსვლისას.
სახელმწიფო მინისტრმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ასოცირების სამოქმედო გეგმის შესრულების, დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. ალექსი პეტრიაშვილი, ასევე, შეეხო ქვეყნის წინაშე არსებულ საგარეო გამოწვევებსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას.

სხვა ვიდეოები