ევროკავშირის ახალი დახმარება საქართველოს რეფორმების განხორციელების პროცესში

18 ივლისს, ქუთაისში, საქართველოს პარლამენტში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ ხელი მოაწერეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ორ დოკუმენტს: საქართველოსა და ევროკავშირს შორის საქართველოსთვის სტრატეგიული დახმარების ჩარჩო პროგრამის (Single Support Framework - SSF) ურთიერთგაგების მემორანდუმს და 2012 წლის სამოქმედო გეგმის სოფლის მეურნეობის განვითარების სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამის საფინანსო შეთანხმების ცვლილებების ოქმს, რომელთა თანახმად ევროკავშირი ვალდებულებას იღებს 2014-2017 წლებში საქართველოს გამოუყოს ფინანსური დახმარება 330-დან 410 მილიონი ევროს ფარგლებში.

სხვა ვიდეოები