ალექსი პეტრიაშვილის შეხვედრა გერმანიის ეკონომიკის ფედერალური სამინისტროს დელეგაციასთან

15 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა გერმანიის ეკონომიკის ფედერალური სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. კერძოდ, საუბარი შეეხო ასოცირებისა და მისივე შემადგენელი ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ(DCFTA) შეთანხმებების ხელმოწერის მნიშვნელობას, ასოცირების ფარგლებში აუცილებელი რეფორმების განხორციელებას, კოორდინაციას და ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის, გერმანიის მხრიდან დახმარებასა და გამოცდილების გაზიარებას. შეხვედრისას აღინიშნა, რომ გერმანიის მთავრობა გეგმავს საქართველოს ხელისუფლებისთვის კონსულტაციის გაწევას ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის შემუშავების საკითხებში. ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებების იმპლიმენტაციის ფარგლებში მსგავსი საკონსულტაციო პროექტების განხორციელება უკვე მიმდინარეობს უკრაინაში, მოლდოვასა და ბელორუსში.

სხვა ვიდეოები