პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის" საინფორმაციო დღე

დღეს, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ნატოს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის" საინფორმაციო დღე იმართება. საინფორმაციო დღე გახსნეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საკითხებში სორინ დუკარუმ და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანმა.

სხვა ვიდეოები