ალექსი პეტრიაშვილის ორმხრივი შეხვედრები ხორვატიაში

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ხორვატიაში, ქ.ზაგრებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარესთან იოსიპ ლეკოსთან და თავდაცვის მინისტრთან ანტე კოტრომანოვიჩთან. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრს სამუშაო სადილზე საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილემ იოსკო კლისოვიჩმა უმასპინძლა.

ხორვატიის მხარის წარმომადგენლებმა სახელმწიფო მინისტრს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა მიულოცეს, დაადასტურეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა და მზაობა გამოთქვეს უახლოეს პერიოდში ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე.

სხვა ვიდეოები