ალექსი პეტრიაშვილი უელსის სამიტზე საქართველო მოლოდინებსა და ინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე

„მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ნაადრევია საბოლოო დასკვნების გაკეთება ნამდვილად, მაგრამ, როგორც ჩანს, ნატო-ს გაფართოების პოლიტიკასთან მიმართებაში საკმაოდ ზომიერი დამოკიდებულება აქვს. ჩვენ უნდა მივიღოთ მაქსიმუმი ამ ზომიერი დამოკიდებულების გათვალისწინებით. შესაბამისად, მუშაობა გაგრძელდება. შეთანხმდება იმ გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის დეტალები მომავალ კვირებსა და თვეებში, თუმცა, აქვე მინდა ავღნიშნო, ის რაც გაჟღერდა, ის რაც ეხება სამეკავშირეო ოფისის რაოდენობის გაზრდას, ეს არ არის ნამდვილად ის, რისკენაც ისწრაფვის საქართველოს ხელისუფლება. საქართველოს ხელისუფლება მზად არის დაიწყოს მოლაპარაკებები ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე, თუკი ამისთვის მზაობა იქნება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მხრიდან. დღეს ჩვენ ვატყობთ, რომ ასეთი მზაობა ცალკეული წევრების მხრიდან არ არის. ჩვენ ვერაფერი ვერ შეგვაჩერებს, ჩვენ ვერავინ ვერ დაგვეწევა, ჩვენ ყველაზე სწრაფად შევალთ ნატო-ში ყოველგვარი ყურების ჩამოყრის წინააღმდეგი ვარ მე. საქართველო მიიღებს მაქსიმუმს ამ ნატოს სამიტზე. მაქსიმუმს იმისა, რისი გაღებაც შეუძლია და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსს და იქნება უმოკლეს დროში მზად იმისათვის, რომ რეალურად ნატომ სერიოზულად განიხილოს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი. არაფერი არ ჩერდება, არაფერი არ წყდება, პროცესი მიდის წინ, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა დაეხმარება ნატო-ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დარწმუნდნენ იმაში, რომ საქართველო არის ღირსეული კონტრიბუტორიც და დემოკრატიული სახელმწიფოც" -განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვიალმა.

სხვა ვიდეოები