ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისია

2004 წელს, საქართველოს მთავრობის №76 განკარგულებით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისია შეიქმნა. კომისიის ძირითად ამოცანას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და ცალკეული სამთავრობო ინსტიტუტების კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისია უფლებამოსილია: 

  • შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ცალკეული მიმართულებების მხარდასაჭერად;
  • მოისმინოს/ განიხილოს ინფორმაცია და ხელი შეუწყოს ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესს;
  • ხელი შეუწყოს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონდმებლობასთან ჰარმონიზების პროცესს;
  • ხელი შეუწყოს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ცალკეული ინსტიტუციური მექანიზმების ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების განხორციელების/აღსრულების პროცესს (იხ. დანართი).

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავმჯდომარეობს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თავმჯდომარის მოადგილეებს წარმოადგენენ. კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს ცალკეული დარგობრივი მინისტრები და მაღალი რანგის თანამდებობის პირები (იხ. დანართი).

2016 წლის 18 ივლისს, გამოიცა საქართველოს მთავრობის  №336 დადგენილება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ (იხ.დანართი)

მიმაგრებული ფაილები: