ინსტრუმენტების დაფინანსება

საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარება ევროკომისიის მიერ, ევროპული სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის (ENPI) ფარგლებში შეთანხმებული პრიორიტეტების შესრულების მიზნით  ხორციელდება და მიმართულია საქართველოს შესაბამისი ინსტიტუტების შესაძლებლობათა განვითარებაზე. დახმარების დაგეგმვა და დაგეგმილი რეფორმების ხელშეწყობა შვიდწლიანი ეროვნული ინდიკატური პროგრამებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმების ფარგლებში ხორციელდება. 

ეროვნული ინდიკატური პროგრამა განსაზღვრავს საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების ორმხრივ პრიორიტეტებს და პრიორიტეტების განსახორციელებლად გამოყოფილი თანხების ოდენობას.

ეროვნული ინდიკატური პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ევოკავშირის ინსტიტუციური განვითარების ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა - Twinning-ი, ტექნიკური (საექსპერტო) დახმარების პროგრამები, საგრანტო პროექტები და სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამები. ამასთან, 2012 წლიდან წლიურ სამოქმედო გეგმებს დაემატა ევროკავშირის დახმარების ახალი ინსტრუმენტის "მეტი მეტისათვის" გამოყოფილი ფინანსური რესურსები. 

2007-2013 წლებში ევროკავშირის დახმარების ეროვნული ინდიკატური პროგრამა 300 მილიონი ევროთი განისაზღვრა, რომელიც თავის მხრივ ყოველწლიურ სამოქმედო გეგმებად იყოფა:

 

2007 წლის სამოქმედო გეგმა - 24.0 მლნ. ევრო  
პრიორიტეტი მლნ. ევრო
სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამა სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდასაჭერად 16
Twinning-ის და ტექნიკური დახმარების პროგრამების განხორციელება 4
კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და ნდობის აღდგენა 4

 

2008 წლის სამოქმედო გეგმა - 28.8 მლნ. ევრო  
პრიორიტეტი მლნ. ევრო
სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამა სისხლის სამართლის რეფორმის მხარდასაჭერად                16
Twinning-ის და ტექნიკური დახმარების პროგრამების განხორციელება 6.8
კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და ნდობის აღდგენა 6

 

2009 წლის სამოქმედო გეგმა - 30.4 მლნ. ევრო  
პრიორიტეტი მლნ. ევრო
სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამა პროფესიული სწავლებისა და განათლების მხარდასაჭერად 19
Twinning-ის და ტექნიკური დახმარების პროგრამების განხორციელება 6.4
კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და ნდობის აღდგენა 3

 

2010 წლის სამოქმედო გეგმა - 37.2 მლნ. ევრო  
პრიორიტეტი მლნ. ევრო
სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამა რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდასაჭერად 19
სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამა სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდასაჭერად 11
Twinning-ის და ტექნიკური დახმარების პროგრამების განხორციელება 7.2

 

2011 წლის სამოქმედო გეგმა - 50.7 მლნ. ევრო     
პრიორიტეტი

მლნ. ევრო

სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამა სისხლის სამართლის რეფორმის მხარდასაჭერად  18
სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამა  კონფლიქტით დაზარალებული/იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისა და მასპინძელი თემის დახმარება 19
კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მხარდაჭერა 4
ევროკავშირის დახმარების ახალი ინსტრუმენტის - ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური განვითარების (CIB) პროგრამის განხორციელება (Twinning და სხვა ტექნიკური დახმარების ინსტრუმენტები)

  9.73

 

2012 წლის სამოქმედო გეგმა - 60.0 მლნ. ევრო + 22.0 მლნ. ევრო  
პრიორიტეტი მლნ. ევრო
სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამა სოფლის მეურნეობის რეფორმის მხარდასაჭერად 40
ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური განვითარების (CIB) პროგრამის განხორციელება (Twinning და სხვა ტექნიკური დახმარების ინსტრუმენტები) 20
* ევროკავშირის ინიციატივის "მეტი მეტისათვის" ფარგლებში 2011 წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტის სისხლის სამართლის რეფორმის სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამის დაემატებითი რესურსები 6
ევროკავშირის ინიციატივის "მეტი მეტისათვის" ფარგლებში საზღვრის ეფექტური მართვისა და მიგრაციის საკითხების რეფორმის მხარდაჭერა 16

 

2013 წლის სამოქმედო გეგმა - 70.0 მლნ. ევრო + 27.0 მლნ. ევრო  
პრიორიტეტი მლნ. ევრო
სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამა სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდასაჭერად 20
სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამა რეგიონლი განვიტარების რეფორმის მხარდასაჭერად 31
ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური განვითარების (CIB) პროგრამის განხორციელება (Twinning და სხვა ტექნიკური დახმარების ინსტრუმენტები) 19
ევროკავშირის ინიციატივის "მეტი მეტისათვის" ფარგლებში დასაქმების და პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამა  27

 

2014 წლის სამოქმედო გეგმა 94.53 მლნ ევრო + 30 მლნ ევრო

სექტორული რეფორმის კონტრაქტი(SRC) მართლმსაჯულების პროგრამის მხარდასაჭერად - 50 მლნ ევრო
სექტორული რეფორმის კონტრაქტი DCFTA - ის და მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად - 44.53 მლნ ევრო
ევროკავშირის ინიციატივის „მეტი მეტისათვის" ფარგლებში 2012 წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტის სოფლის მეურნეობის რეფორმის (ENPARD) სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამის დამატებითი რესურსები - 12 მლნ ევრო
ევროკავშირის ინიციატივის „მეტი მეტისათვის" ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვის მხარდაჭერის პროგრამა - 10 მლნ ევრო
ევროკავშირის ინიციატივის „მეტი მეტისათვის" ფარგლებში 2012 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) დამატებითი რესურსები ასოცირების შეთანხმებისა და ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების მხარდასაჭერად - 8 მლნ ევრო