ევროკავშირის დახმარების ინსტრუმენტები

ევროკავშირის დახმარების ძირითადი ინსტრუმენტები/პროგრამები და მათი მიზნები

2007 წლიდან ევროკავშირის დახმარება საქართველოსთვის ძირითადად შემდეგი ინსტრუმენტების ფარგლებში ხორციელდება:

  1. გეოგრაფიული ინსტრუმენტები;
  2. თემატური ინსტრუმენტები;
  3. საფინანსო ინსტიტუტების საინვესტიციო პროექტები (EBRD, EIB, KfW);
  4. ევროკავშირის პროგრამები და სააგენტოები.

ევროკავშირის დახმარება მიზნად ისახავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ჩარჩო შეთანხმებებსა და პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტებში ასახული პრიორიტეტული მიმართულებების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მხარდაჭერას:

– პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებით (Partnership and Cooperation Agreement - PCA) განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულება, რომელიც ძალაშია ასოცირების შესახებ შეთანხმების (AA) ხელმოწერამდე;

– ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულება (ENP AP), “აღმოსავლეთ პარტნიორობის” (EaP) ინიციატივის ჩათვლით;

– ასოცირების შესახებ შეთანხმების (AA) გასაფორმებლად მოლაპარაკებების პროცესის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ჩათვლით, მხარდაჭერა და შეთანხმებების ხელმოწერის შემდეგ პრიორიტეტული მიმართულებების განხორციელების ხელშეწყობა;

– პარტნიორობა მობილურობისათვის (Mobility Partnership) ფარგლებში თანამშრომლობა.