რეკლამაზე გაწეული ხარჯი

2013-2014 წლებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მედია-საშუალებების მომსახურებისა და მათთვის გადახდილი თანხის შესახებ:
2013 წელს სახელმწიფო მინისტრის აპარატს მომსახურება გაუწია საინფორმაციო სააგენტომ „ინტერპრესნიუსი" და სააგენტომ „პირველი". მომსახურებაში გადახდილი თანხა მთლიანობაში შეადგენს 4896.00 ლარს.

მიმდინარე, 2014 წელს სახელმწიფო მინისტრის აპარატს საინფორმაციო მხარდაჭერის შესახებ ხელშეკრულება გაფორმებული აქვს ახალი ამბების სააგენტოსთან „ექსპრესნიუსი" (EPN), 2014 წლის 5 თებერვლიდან 5 ივნისის ჩათვლით ხელშეკრულება გაფორმებული იყო ახალი ამბების სააგენტოსთან „ინტერპრესნიუსი" (IPN). სააგენტოების მომსახურებაში გადახდილი თანხა დღეისათვის შეადგენს 3628.00 ლარს.

ასევე, მიმდინარე 2014 წლის გაზაფხულზე ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის წინა პერიოდში ბეჭდურ მედიაში განთავსდა ვიზუალური მასალა-ინფორმაცია, კითხვა-პასუხი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების თაობაზე. ამ მომსახურებაში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გადაიხადა 6178.29 ლარი.

2014 წლის 27 ივნისს ხელმოწერილ შეთანხმების წინ, აგრეთვე, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ხელშეკრულება გააფორმა კომპანიასთან „WINDFORS", რომლის თანახმად კომპანიამ სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაკვეთით დაამზადა 11 გრაფიკული ვიდეო-რგოლი „კითხვები ევროკავშირზე" და 13 მინი-ფილმი ევროკავშირის შექმნის ისტორიის, სოციალისტური ბანაკის ქვეყნების მიერ ევროკავშირის წევრობისკენ და საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე განვლილი გზის შესახებ. კომპანიისთვის გადახდილი თანხა მთლიანობაში შეადგენს 116 984 92 (ასთერთმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაოთხ ლარსა და ოთხმოცდათორმეტ თეთრს) დღგ-ს ჩათვლით.